ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლი
პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას.
პროექტის მიზნები: გაეცნონ საკუთარი სოფლის ისტორიულ წარსულს, გაიმდიდრონ ცოდნა ,,ოქონას’’ მონასტრის შესახებ.
მოსწავლეთა ასაკი: 8 – 11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებენ საჭირო ცნობებს ძველი ისტორიული ძეგლის შესახებ, გაეცნობიან მონასტრის ისტორიას, გამოუმუშავდებათ ისტორიული ძეგლების დაცვის უნარი, ისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გძებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭირო ლიტერატურის შეგროვება, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და დავყოფ 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უხელმძღვანელებს VI კლასის მოსწავლეები. პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას მოიძიონ საჭირო ცნობები ,,ოქონას’’ მონასტერზე, მეორე ჯგუფს დავავალებ მოაგროვონ მონასტრის გალავნის ნანგრევების და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის ამსახველი ფოტოსურათები.
დავალების შესასრულებლად მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ თითოეული ჯგუფი მოაწყობს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს წავიყვან და დავათვალიერებინებ აღდგენილ ,,ოქონას’’ მონასტერს.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, ქართული.
ქართ.IV.7. ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.
პროექტის ხელმძღვანელი: როზა კვიჭიძე.